Wednesday, April 9, 2014

პროექტის სახელწოდება: My village- Bodorna 
პროექტის მთავარი იდეა:
მშობლიური ქვეყნის კულტურული რეალიების გაცნობა, უცხოურენოვანი კულტურული და სოციოკულტურული თავისებურებების მიმართ ტოლერანტული  დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
პროექტის აქტუალობა:
 მოსწავლეები გაეცნობიან მშობლიური მხარის ისტორიასა და  კულტურას
პროექტის მიზანი: 
მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის დაუკიდებლად მოპოვების, შერჩევის ,დამუშავების, ფაქტებისა და მოვლენების გაანალიზების,  უცხოურ ენაზე საუბრისა და მსჯელობის უნარი. პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს მოახდინონ ცოდნისა და უნარების მობილიზაცია  და დაეხმარებათ განსაზღვრონ თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინონ დასმული ამოცანების  გადასაჭრელად.
მონაწილეთა ასაკი:
 13-14 წელი, 8-2 კლასი
ვადები/ხანგრძლივობა:
1 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
ვიდეომასალა, გამოფენა, კედლის გაზეთი, მასალის პრეზენტაცია
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
 სასკოლო სახელმძღვანელო, ინტერნეტით მოძიებული მასალები

42734961.jpg

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

გონებრივი იერიში
პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის კრიტერიუმების  ერთობლივად შემუშავება
პროექტის შესრულების ვადების დადგენა
გუნდის წევრებს შორის ფუნქციების განაწილება
მასალის მოძიება,შერჩევა, დამუშავება
პროექტის წარდგენის ფორმის შერჩევა
პრეზენტაციის სიმულირება გუნდის წევრების  წინაშე
პროექტის პრეზენტაცია
პროექტის იდეა ,, გონებრივი იერიშის'' გზით დაიბადა. 8-2 კლასის მოსწავლემ - გიორგი ქაშიაშვილმა საკუთარი სოფლის ისტორიის შესწავლისა და მოპოვებული მასალების კლასისათვის წარდგენის სურვილი გამოთქვა.. იდეა კლსის დანარჩენმა წევრებმაც აიტაცა.. გიორგიმ ისინი თავის სოფელში დაპატიჟა. ბავშვებმა სოფელი დაათვალიერეს, ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრნენ, ინტერნეტშიც მოიძიეს სათანადო ინფორმაცია და კლასის წინაშე მასალის პრეზენტაცია გამართეს.

bodorna.jpg                              
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი
ისტორია,   გეოგრაფია
უცხ.ს.III.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.


შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს;
·           აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
·           გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას;
·           სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ., მიმიკა, ჟესტიკულაცია, პერიფრაზირება /აღწერს ნაგულისხმევ საგანს ან მიუთითებს, რაში გამოიყენება/ და სხვა).

უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებგვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს;
·           მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
·           ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
·           შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
·           განახორციელებს პროექტს;
·           გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები;
·           გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.


პროექტის ხელმძღვანელი  (მასწავლებელი): 
მარინე ლევიძე

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  levidzemarine@gmail.com


No comments:

Post a Comment